გალის შეხვედრების აღდგენის საკითხის მიმართ ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის შეფასებით, გალის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრების აღდგენის პერსექტივა არის, თუმცა გარანტირებული არაა. როგორც უსუფაშვილმა განაცხადა, სულ უფრო ცხადი ხდება, რომ აფხაზეთში რუსული გავლენა მზარდია.

“ჩვენ ეს ვნახეთ რუსულ თურქული დაპირისპირების ფონზე. არის გადაწყვეტილებები რაც არანაირად არ არის დე-ფაქტო ხელისუფლების თუ იქ მცხოვრები მოსახლეობის ინტერესებში, მაგრამ აფხაზეთი სწორედ რომ იძულებულია, ვითარებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად სრულად დაემორჩილოს რუსეთის მიდგომებს ყველაფერში. ასე, რომ მე ძალიან ოპტიმისტურად არ ვარ, მაგრამ არც გამოვრცხავ, რადგან საბოლოო ჯამში, საკუთარი ინტერესები ყველგან და ყოველთვის აჭარბებს ხოლმე სხვის ინტერესებს”, – განუცხადა დავით უსუფაშვილმა.

Visited 121 times, 1 visit(s) today