გამგებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

20/06/2017

ქობულეთში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოების მიმდინარეობას დღეს ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე ადგილზე გაეცნო. ქობულეთი ტურისტულ სეზონს რეაბილიტირებული ქუჩებითა და სკვერებით შეხვდება. ქ. ქობულეთში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად წელს 12 656 710 ლარი დაიხარჯება. ერთობლივად ქუჩების, სკვერებისა და სანაპიროზე გადასასვლელების კეთილმოწყობა მიმდიანრეობს. ასევე დაგეგმილია აღმაშენებლისა და რუსთაველის ქუჩების ადაპტირება. ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულება აქტიური სეზონის დაწყებამდე იგეგმება. სამუშაოების დასრულების შემდეგ სანაპიროსა და რეკრეაციულ ზოლში დეკორატიული სკამები და სანაგვე ურნები განთავსდება, ასევე აღმაშენებლის გამზირზე 33 ერთეული თანამდროვე ტიპის ავტობუსის მოსაცდელი დამონტაჟება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0