გამგებელი შექმნილ პრობლემებს ადგილზე გაეცნო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე უამინდობით შექმნილ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა დაბა ჩაქვში დუმბაძის ქუჩაზე დატბორილი სახლები და სოფელ ჩაისუბანში ზოიძეების დამეწყრილი ოჯახი მოინახულა, ასევე გზის გაწმენდითი სამუშაოები დაათვალიერა.
უამინდობას მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი ზიანი არ მიუყენებია. მეწყრული პროცესები მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში განვითარდა. უმნიშვნელოდ დაზიანდა შიდა სასოფლო გზები. დილიდან მიმდინარეობს დაზიანებული გზების გაწმენდითი სამუშაოები.

Visited 148 times, 1 visit(s) today