გამგებელი ხევისა და ნადაბურის მოსახლეობას შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ხარგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ თოფურიძე და მოადგილე თემურ ჩხეიძე ნადაბურისა და ხევის მოსახლეობას შეხვდნენ. ხელმძღვანელმა პირებმა სოფლის მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ.
ნიკოლოზ თოფურიძე სოფლის მაცხოვრებლებს იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა, რომლის განხორციელებაც მიმდინარე წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში იგეგმება. როგორც გამგებელმა აღნიშნა, უახლოეს მომავალში ნადაბურის ადმინისტრაციულ ერთეულში ბაღის მშენებლობა დაიწყება, რომლითაც ორი სოფელი ისარგებლებს, ხოლო ხევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ წაქვაში ცენტრალურ გზა მობეტონდება.
თემურ ჩხეიძემ ორივე ადმინისტარციული ერთეულის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა მოისმინა და მოსახლეობას გამგეობაში არსებული სოციალური პაკეტები პირადად გააცნო.
შეხვედრაზე მოსახლეობამ საერთო პრობლემებზე ისაუბრა, ნადაბურის მოსახლეობამ სოფელში სამედიცინო ამბულატორიის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. მათ ასევე, სოფლისთვის საარსებოდ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხიდ-ბოგირების შესაკეთებლად დამატებითი თანხების გამოყოფა მოითხოვეს. ხევის მოსახლეობა სოფელში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციას პრიორიტეტად მიიჩნევს, სოფელს ასევე ესაჭიროება სასმელი წყლის მილები.
ნიკოლოზ თოფურიძემ ხევისა და ნადაბურის მოსახლეობას ქვეყნის 4 წლიანი სტრატეგიული გეგმა გააცნო და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს ნებაა 2020 წლისთვის ყველა სოფელი მუნიციპალურ ცენტრს მოასფალტებული გზით დაუკავშირდეს.
დასასრულს, გამგებელმა და მისმა მოადგილემ, ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, შეკრებილ მოქალაქეებს მადლობა გადაუხადეს და თვითმმართველობის კომპეტენციის ფარგლებში პრობლემების მოგვარებას დაჰპირდნენ.

Visited 164 times, 1 visit(s) today