გამგებელმა მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე გრიგალავამ და გამგებლის მოადგილემ გიორგი გოროზიამ სალხინო-ლეცავე-ბალდის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის მიმდინარეობა დაათვალიერეს.
,, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის ეს ერთ-ერთი პრიორიტეტული პროექტია. სამი სოფლის, სალხინო-ლეცავე-ბალდას დამაკავშირებელი 6,5 კმ-იანი გზის მშენებლობა მარტვილის მუნიციპალიტეტის ტურისტული მარშრუტის მნიშვნელოვანი მონაკვეთია. გზის საფარის გარდა, ობიექტზე მოეწყობა კომუნიკაციები – ლითონის მილხიდები, სანიაღვრე არხები და სხვა. აღსანიშნავია, რომ ამ გზის კეთილმოწყობის სამუშაოები პირველად ჩატარდა, წლების განმავლობაში ფაქტობრივად ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდული იყო. პროექტის განხორციელების შედეგად, მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება და როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ტურისტებისათვის გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება, “ – აღნიშნა მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე გრიგალავამ.
➤ სალხინო – ლეცავე – ბალდის დამაკავშირებელი გზის მონაცემები შემდეგნაირია:
➢ პროექტის ღირებულება – 1,704,877.70 ლარი;
➢სამუშაოზე დასაქმებულია – 70 ადამიანი;
➢ სამუშაოს დასრულდების თარიღი – 2016 წლის სექტემბერი;
➢ ამ ეტაპზე შესრულებულია სამუშაოს 60 %;
➢ პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება.

Visited 150 times, 1 visit(s) today