გამგებელმა მიმდინარე პროექტები დაათვალიერა

08/06/2017

ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა, ეკონომიკის სამსახურის უფროსმა სერგო ლალიაშვილმა და ა(ა)იპ „ხაშურსერვისის“ ხელმძღვანელმა ნუკრი ცხოვრებაძემ მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტები დაათვალიერეს. კერძოდ, სურამში, გრიგოლ სურამელის ქუჩის მოხრეშვა -მოშანდაგების და სოფელ ახალშენში გზის საფარის მოწესრიგების სამუშაოები. ორივე პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან ნალექის დროს, გადაადგილება შეუძლებელი ხდებოდა და ადგილობრივებს საფრთხე ექმნებოდათ. ამ ეტაპზე, სამუშაოებს „ხაშურსერვისი“ ახორციელებს და მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობები მკვეთრად გაუმჯობესდება.
გამგებელმა, ხაშურში, ჯორჯაძის ქუჩაზე,უკვე მოწყობილი საბავშვო ბაღიც დაათვალიერა.
ეს პროექტიც ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ განახორციელა და ბიუჯეტიდან 100 000 ლარი გამოყო. მუნიციპალიტეტის გამგებლის განმარტებით, შემდგომი ეტაპისთვის იგეგმება ფასადის მოწესრიგება და სააღმზრდელო დაწესებულების სათანადო ინვენტარით აღჭურვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0