გამგებელმა მშენებარე და სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

09/06/2017

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ ფარცვანიამ ჯგალის ადმინისტრაციულ ერთეულში მშენებარე ახალი საბავშვო ბაღისა და ქალაქ წალენჯიხაში კინოთეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. შეგახსენებთ, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიქავასა და ჯგალში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. საბავშვო ბაღების მშენებლობა ორივე სოფელში მიმიდნარე წელს დასრულდება. მიქავასა და ჯგალის საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის 773 500 ლარი იხარჯება და ის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. სრული რეაბილიტაცია უტარდება კულტურის სახლს, ავარიულ შენობაში მთლიანად იცვლება შიდა და გარე ინტერიერი, სცენა, დარბაზი, საგრიმიოროები და სარეპეტიციო ოთახები. მონტაჟდება განათების, კონდიცირებისა და გათბობის თანამედროვე სისტემები. კინოთეატრის შენობა, რომლის რეაბილიტაციასაც ადგილობრივი მოსახლეობა წლების განმავლობაში ელოდებოდა. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ იქნება თანამედროვე სტანდარტების კულტურის სახლი, სრულად აღდგენილი ინფრასტრუქტურით. კულტურის სახლის სრული რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება , რისთვისაც 680 ათასი ლარი დაიხარჯება. საბავშვო ბაღებისა და კინოთეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებულია 50-მდე ადგილობრივი მუშახელი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0