გამგებელმა საბავშვო ბაღები მოინახულა

20/04/2017

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ ა(ა)იპ სკოლამდელი საგანმანათლებლო აღზრდის ცენტრის დირექტორთან, დავით წულაძე ერთად ექვსი საბავშვო ბაღი მოინახულა. თავდაპირველად ლესის საბავშვო ბაღს ვესტუმრეთ, რომლის ეზოში, უკანა მხარეს ახალი ბაღი შენდება. შენობა სამ ჯგუფზეა გათვლილი და მისთვის 449 381 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს შპს „დამბა“ აწარმოებს. ზაზა ურუშაძემ და დავით წულაძემ ასევე მოინახულეს ნინოშვილის, ჯურუყვეთის პირველი და მეორე, ქალაქისა და მაჩხვარეთის ბაღები. გამგებელი ნანახით კმაყოფილი დარჩა. საბავშვო ბაღების ხელმძღვანელებმა გააცნეს ყოველდღიური განრიგი, კვების რაციონი, ასევე გამოცხადების ჟურნალი. ბატონმა ზაზამ მშობელთა ჟურნალიც დაათვალიერა და მშობლების შთაბეჭდილებებსაც გაეცნო. უნდა ითქვას, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საბავშვო ბაღებს და მომავალ თაობაზე ზრუნვას. მუნიციპალიტეტში აშენდა ხუთი ახალი ბაღი ჯურუყვეთში, ღრმაღელეში, ქვიანში, გაგურსა და მაჩხვარეთში. სრულად რეაბილიტირდა 19 ბაღი. ამჟამად სრული რეაბილიტირება უტარდება შუხუთის საბავშვო ბაღს, ხოლო ლესასა და ჩოლობარგში ახალი ბაღები შენდება. საერთო ჯამში, ბაღების მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე ბოლო სამი წლის განმავლობაში სამ მილიონ ლარამდე დაიხარჯა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0