გამგებელმა სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა

31/05/2017

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაზა ურუშაძემ შშმ პირებისთვისგანკუთვნილი ცენტრი მოინახულა. გამგებელს თან ახლდნენ საპროექტო განყოფილების ხელმძღვანელი ნუგზარ ბოლქვაძე და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომელი ზურაბ ბზეკალავა. ბატონმა ზაზამ ცენტრში შესრულებული სამუშაო გულდასმით დაათვალიერა. მან შემსრულებელ ფირმას რამდენიმე შენიშვნა მისცა და ხარვეზების დროული აღმოფხვრა მოსთხოვა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ცენტრს სარემონტო სამუშაოებს უტარებს ფირმა “მშენებლი 2015”, ხოლო სამუშაოების ღირებულება 11 300 ლარია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0