გამგებელმა სტიქიის შედეგად დაზიანებული ადგილები დაათვალიერა

09/07/2016

დღეს მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ სტიქიის შედეგად დაზიანებული ადგილები დაათვალიერა და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.
ამ დროისათვის მუნიციპალიტეტში დგომარეობა სტაბილურია. სტიქიასთან ბრძოლის შტაბი ისევ საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო სპეც ტექნიკა და სამაშველო ჯგუფები. დილიდან მიმდინარეობს პრევენციული ღონისძიებების გატარება. ინტენსიურად იწმინდება დამეწყრილი სასოფლო გზები. დღეის მონაცემებით სტიქიამ 7 ოჯახს მიაყენა ზიანი. მიმდინარეობს მათი მდგომარეობის გეოლოგიური შესწავლა.
წუხელ ღამით ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქში ხუთი ოჯახი დაიტბორა, ასევე სოფელ ქვედა აჭყვაში, ჩაისუბანსა და ჭახათში დაიმეწყრა საცხოვრებელი სახლები. მოსახლეობა ევაკუირებულია და მათ საფრთხე არ ემუქრებათ. ოჯახების მდგომარეობას სტიქიის შემსწავლელი კომისია სწავლობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0