გამგებლის მოადგილემ ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

01/03/2016

ქობულეთის იერსახის მოწესრიგების მიზნით წელს მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება იგეგმება. ქალაქის რამდენიმე უბანში აქტიურად მიმდინარეობს ქუჩების კეთილმოწყობა. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში 3 673 197 ლარია გათვალისწინებული.
დღეს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ ქალაქის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
ამ ეტაპისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები პარალელურად კომახიძის, ლესელიძის, აბაშიძის, რუსთაველისა და ბაგრატიონის ქუჩებზე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში გზის სავალ ნაწილსა და ტროტუარებზე დაიგება დეკორატიული ფილები, მოეწყობა სანიაღვრე სისიტემები და ბორდიურები.
ქუჩების კეთილმოწყობითი სამუშაოების დასრულება ტურისტურლი სეზონის დაწყებამდე იგეგმება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0