ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილედ მალხაზ რომანაძე დაინიშნა. დღეს მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ თანამშრომლებს გამგებლის პირველი მოადგილე წარუდგინა. მალხაზ რომანაძე პროფესიით ეკონომისტია, დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილი სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი და ფინანსურ სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2014 წლიდან დღემდე მუნიციპალიტეტის გამგეობის აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა. გამგებლის პირველი მოადგილე დღესვე შეუდგა თავისი უფლებამოსილების განხორციელებას.
Visited 435 times, 1 visit(s) today