გამგებლი საკრებულოზე წლიური ანგარიშით წარსდგა

28/02/2017

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ კუბლაშვილი უძღვებოდა. საკრებულოს წევრებთან ერთად სხდომას, ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე და გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესრებოდნენ. დღის წესრიგის მიხედვით საკრებულოს წევრებმა ექვსი საკითხი განიხილეს და დაამტკიცეს. მათ შორის, ჩაიბარეს ანგარიში ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის შესახებ. დაამტკიცეს სამოქალაქო უსაფრთხოების გეგმა, ასევე ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის შესრულებისა და შესყიდვების გეგმის შესაბამისად განხორციელებული შესყიდვების ანგარიშიები. მოისმინეს გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურების ანგარიშებიც.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0