გამოსაზამთრებლად სახლებში შესული ფაროსანას წინააღმდეგ დაუშვებელია ქიმიური წამლობა

11/10/2017

გამოსაზამთრებლად სახლებში შესული ფაროსანას წინააღმდეგ დაუშვებელია ქიმიური წამლობა. ამიტომ მავნებლის გასანადგურებლად გამოიყენება მექანიკური მეთოდები, რომლებიც ეფექტიანად უზრუნველყოფს ფაროსანას განადგურებას საცხოვრებელ სახლებში.
ჯამში ჩაასხით საპნიანი წყალი ან ჭურჭლის სარეცხი ჟელე და ააქაფეთ. ჯამი დადგით ღამით და დაანათეთ მაგიდის სანათი ისე, რომ ოთახში სხვა განათება არ იყოს. დილით ჯამში უამრავ დამხრჩვალ ფაროსანას აღმოაჩენთ.
არ დაიზაროთ ფაროსანასთან მექანიკური ბრძოლა!
გახსოვდეთ, ერთი ინდივიდის განადგურება ნიშნავს მომავალი სეზონისთვის 200-მდე ახალი მწერის მოსპობას!

Tweet about this on TwitterShare on Facebook0