გამოძიება მიმდინარეობს და პარლამენტი პარალელურად ატარებდეს საგამოძიებო მოქმედებებს

22/05/2017

“გამოძიება მიმდინარეობს და პარლამენტი პარალელურად ატარებდეს საგამოძიებო მოქმედებებს, ეს რეგლამენტს ეწინააღმდეგება
პარლამენტში საგამოძიებო კომისია იქმნება მაშინ, როდესაც რეგლამენტში მითითებული რომელიმე საფუძველი არის და როდესაც გამოძიება არ მიმდინარეობს”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, თორდია- ფარცხალაძის საქმეზე წინასწარი მონაცემები იძლევა თუ არა იმის საფუძველს, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შეიქმნას.
მისივე განმარტებით, პარალელურ რეჟიმში გამოძიება მიმდინარეობს და პარლამენტი ატარებდეს საგამოძიებო მოქმედებებს, ეს რეგლამენტს ეწინააღმდეგება.
“გამოძიება ერთ კვირაზე მეტია დაწყებულია, ინტენსიურად ატარებენ სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებას, ჩვენ ველოდებით ამ გამოძიების შუალედური ინფორმაციის შემდეგ სრულ სურათს იმისთვის, რომ გავაკეთოთ დასკვნა სინამდვილეში რა მოხდა და რასთან გვაქვს საქმე. ამის შემდეგ თუ ჩაითვლება, რომ გამოძიება არაეფექტურია ან არსებობს რეგლამენტით გათვალისწინებული კონკრეტული სამართლებრივი საფუძველი, შემდეგ იქნება სამართლებრივად სწორი მოთხოვნა კომისიის თაობაზე”,- განაცხადა ბესელიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0