გამრიცხველიანებისა და გაზიფიცირების პროექტი განახლდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამრიცხველიანებისადა გაზიფიცირების პროექტების განხორციელება განახლდა.
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ერთიან ენერგოპროს პროგრამაში ჩართვა განახლდა. ინდივიდუალური მრიცხველის მონტაჟი ამ ეტაპზე მიმდინარეობს ორულუსა და ყულიშკარის ადმინისტარაციულ ერთეულებში.ნაწილობრივ უკვე გამრიცხველიანებულია დიდინეძისა და შამადელას ადმინიტრაციული ერთეულების მცხოვრებელები. 2016 წელს მთლიანად ენერგოპრო ჯორჯიას ერთიან ინდივიდუალურ სააღვრიცხო სისტემაში ჩაერთვება აბასთუმნის, განმუხურის,გრიგოლიშის,ურთის,ჭაქვინჯისა და ხეცერის სოფლები. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 48 ადმინისტრაციული ერთეულიდან უკვე გამრიცხველიანებულია 40 სოფელი. გეგმიურად მიმდინარეობს დარჩენილი 8 სოფლის გამრიცხველიანების პროცესი.
გაზიფიცირების ქსელის პროექტი იწყება სოფლებში აბასთუმანი, ნაცატუ,კორცხელი,ცაიში,რიყე.გაზიფიცირების პროექტში უკვე ჩართულია 12 სოფელი. გაზმომზრაგების სისტემებით უზრუნველყოფილია და მიწოდება უახლოეს დღეებში განხორციელდება სოფლების ახალკახათი, დაჩელი,კახათი,კიროვი.
2016 წელს გაზიფიცირების პროექტი განახლდება ინგირის, ჩხოუშის, ოირემეს და ოდიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში. 2017 წლიდა კი გაზიფიცირდება ანაკლია-განმუხური.

Visited 246 times, 1 visit(s) today