გამყოფ ხაზებთან მცხოვრებ ადამიანებზე ზრუნვა ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

12/04/2017

„კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე, მათ შორის გამყოფ ხაზებთან მცხოვრებ ადამიანებზე ზრუნვა ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. დროებითი სამთავრობო კომისიის შექმნიდან – 2013 წლის ოქტომბრიდან დღემდე შევძელით დაგროვილი პრობლემების დიდ ნაწილზე რეაგირება როგორც ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, ისე ჯანდაცვის, განათლების ხელმისაწვდომობის, სოფლის მეურნეობის, მოსახლეობისთვის ზამთრის სეზონზე სასიცოცხლოდ აუცილებელი საჭიროებების მიმართულებებით. ჯერ კიდევ რჩება გამოწვევები და ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ საჭიროებებზე რეაგირებიდან თანდათან გადავიდეთ ამ რეგიონების განვითარებაზე, განსაკუთრებულ ხელშეწყობაზე. ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ მოსახლეობა საკუთარ მიწაზე დამაგრდეს და გაუჩნდეს შემოსავლის სტაბილური წყარო. სწორედ ამ სახით, განვითარებითა და მშვიდობით ვუპირისპირდებით ოკუპაციას, მავთულხლართებს, ადამიანების იზოლაციას და ჩვენი ამოცანაა, მომავალში ეს სიკეთეები გამყოფი ხაზის მეორე მხარეს მცხოვრები ადამიანებისთვისაც გახდეს ხელმისაწვდომი“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომის დაწყებისას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0