გამწვანების აქცია ზურაბ იარაჯულის სახელობის სკვერში მოეწყო

20/05/2017

დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივით და თიანეთის მუნიციპალიტეტისა და ა(ა)იპ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და თანასწორობის ხელშეწყობის ცენტრის“ მხარდაჭერით, სოფ.ზარიძეებში, ზურაბ იარაჯულის სახელობის სკვერში გამწვანების აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში საქართველოს საპატრიარქოს ფონდ „გაამწვანე საქართველოს“ მიერ გადმოცემული სხვადასხვა სახის ბუჩქოვანი და ყვავილოვანი მცენარეები დაირგო. დაიგეგმა, აგრეთვე, დ.თიანეთის კულტურისა და დასვენების პარკის გამწვანება და არსებული ძველი ხეების ჩანაცვლება ახალი ნერგებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0