გამწვანების აქცია კომპანიის „საქართველოს ნერგები“ მხარდაჭერით გაიმართა

03/04/2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა, დავით ნოზაძემ, საქართველოს საპატრიარქოს ფონდის „გაამწვანე საქართველო“ ინიციატივით, მცხეთაში, სვეტიცხოველის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილოება. დარგვის აქციაში მონაწილეობა საკანონმდებლო ორგანოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებაც მიიღეს. აქციის მონაწილეებმა სამონასტრო კომპლექსის ეზოში 700-მდე, 30 სახეობის დეკორატიული მცენარე დარგეს. გამწვანების აქცია კომპანიის „საქართველოს ნერგები“ მხარდაჭერით გაიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0