განათლების მინისტრმა სამედიცინო უნივერსიტეტს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

18/09/2017

“ვულოცავ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, მის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას!
მეტად საგულისხმოა, რომ ამ უნივერსიტეტში ქართული სამედიცინო განათლების სტანდარტი არის მაღალი და რაც მთავარია, ის მუდმივად იხვეწება და უმჯობესდება! ყველაზე მეტი უცხოელი სტუდენტი სწორედ ამ უნივერსიტეტში ეუფლება ექიმის პროფესიას. სტუდენტებო, გილოცავთ, რომ სწავლობთ ძალიან კარგ უნივერსიტეტში. აქ კომპეტენტური და მოტივირებული პედაგოგები ზრუნავენ თქვენს განვითარებაზე. მთავრობის სახელით მინდა დაგარწმუნოთ, რომ უმაღლესი განათლება და კონკრეტულად, სამედიცინო განათლება, არის და იქნება ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტი და ამ უნივერსიტეტს, სხვა ქართულ უნივერსიტეტებთან ერთად, არასდროს მოაკლდება მხარდაჭერა”, – ალექსანდრე ჯეჯელავა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0