განათლებაა ის მთავარი იარაღი, რომელიც საქართველოს სჭირდება სწორედ დეოკუპაციის გზაზე

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა პრეზიდენტის მრჩევლებთან ერთად ახალი სასწავლო წლის დაწყება გორის რაიონში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ბერშუეთის სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს მიულოცა.
გიორგი აბაშიშვილმა ბერშუეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს მიმართა და განაცხადა, რომ განათლება მთავარი იარაღია, რომლის მეშვეობითაც ოკუპაციის დასაძლევაა შესაძლებელი.
“დღეს ჩვენ აქ ვიმყოფებით საქართველოს პრეზიდენტის სახელით და სკოლის მოსწავლეებს მივულოცეთ სასწავლო წლის დაწყება და გადავეცით საჩუქრები.
მნიშვნელოვანია, როდესაც ვხედავთ ოკუპირებული ხაზიდან რამდენიმე მეტრში სკოლის მოსწავლეები როგორ შემართებას გვაჩვენებენ თითეულ ჩვენგანს, რომელიც მართლაც გმირობის მაგალითია; როგორ გვაჩვენებენ, რომ რეალურად ძალა განათლებაშია და სწორედ განათლებაა ის მთავარი იარაღი, რომელიც საქართველოს სჭირდება დეოკუპაციის გზაზე“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
სოფელ ბერშუეთის სკოლაში 126 მოსწავლეა აქედან 6 მათგანი წელს პირველად მივიდა სკოლაში. ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს ფიქრია ჩიხრაძემ, ეკა მიშველაძემ, თენგიზ ფხალაძემ და კახა კოჟორიძემ მიულოცეს.

Visited 175 times, 1 visit(s) today