განათლებაზე, კულტურაზე და სპორტზე ხელმისაწვდომობა ყველა რაიონში და ყველა თაობისთვის გაიზრდება

09/10/2017

„განათლებაზე, კულტურაზე და სპორტზე ხელმისაწვდომობა ყველა რაიონში და ყველა თაობისთვის გაიზრდება. ჩვენ არ უნდა ვიყოთ ორიენტირებული მხოლოდ ცენტრალურ რაიონებზე. ყოველთვის ვამბობდით და ახლაც გავიმეორებ – ყველა რაიონში მოხდება თანაბარი განვითარება. ყველა რაიონში მცხოვრებმა ადამიანმა დედაქალაქი საკუთარ უბანში უნდა იგრძნოს“, – განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.მისივე თქმით, ის აქტიურად გაუწევს პოპულარიზაციას ჯანსაღი ცხოვრების წესს. კახა კალაძემ განათლების მიმართულებაზე საუბრისას ხაზი გაუსვა სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობის გაზრდის საკითხს. „ბოლო წლების განმავლობაში დაახლოებით 12 ახალი საბავშვო ბაღის პროექტი განვახორციელეთ. 2012 წლამდე ბაღები ფასიანი იყო. წინა ხელისუფლების დროს ხშირად ხდებოდა ბაღების გასხვისება და მათ ადგილზე საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა. დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა და შედეგიც სახეზეა. მას მერე, რაც განვახორციელეთ რეფორმა და ბაღები გახდა უფასო, ყოველწლიურად იზრდება ბაღში შემსვლელი პატარების რაოდენობა, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, მაგრამ ამ ყველაფერს ჩვენ უნდა დავხვდეთ მომზადებული. ამიტომაც, მომდევნო 4 წლის განმავლობაში, 30-მდე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა იგეგმება, სადაც ჩვენს შვილებს ექნებათ შესაძლებლობა ნორმალურ გარემოში მიიღონ განათლება“, – აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0