განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა 2024 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ სამოქმედო გეგმის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობებზე ისაუბრა და ყურადღება იმ ძირითად მიმართულებაზე გაამახვილა, რაზეც კომიტეტი აპირებს მუშაობას. მისი თქმით, კომიტეტი საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერების მხრივ, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს გარკვეული პერიოდებით მოიწვევს და მათ ანგარიშებს მოისმენს. კომიტეტი ასევე გააგრძელებს თემატურ მოკვლევას სხვადასხვა მიმართულებით.

​„სხვადასხვა ქვეყნის, განსაკუთრებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების განათლებისა და მეცნიერების კომიტეტებთან გვექნება ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატი. ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იმისთვის, რომ ორმხრივი შეთანხმებების რეალიზაცია უფრო აქტიურად განხორციელდეს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

Visited 18 times, 1 visit(s) today