განათლების მინისტრმა ბერბნისისა და კეხიჯვარის რეაბილიტირებული სკოლები მოინახულა

17/06/2017

რეაბილიტირებული ბერბნისისა და კეხიჯვარის სკოლები საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ჯენერ ედელმანმა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ მოინახულეს.
ქარელის მუნიციპალიტეტში ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა და ფონდი-საქართველოს მიერ რეაბილიტირებულ 2 სკოლას ვესტუმრე. სკოლები ძალიან შთამბეჭდავია. მიხარია, რომ სოფლის სკოლებს საშუალება ეძლევათ შესანიშნავი ინფრასტრუქტურა ჰქონდეთ.
“გარდა ამისა, საშუალება მომეცა რამდენიმე წარჩინებული მოსწავლეც დამეჯილდოებინა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყნის მომავალი ღირსეული ქართველები და მოღვაწეები სწორედ ასეთი, მცირე სოფლის სკოლებიდან აღიზრდებიან და გამოადგებიან სამშობლოს”, აცხადებს მინისტრი.

აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფარგლებში დაგეგმილია 100–მდე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია და აღჭურვა ლაბორატორიებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0