განათლების სამინისტრო აზიის განვითარების ბანკთან სისტემის მნიშვნელოვან მიმართულებებზე იმუშავებს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძე, აზიის განვითარების ბანკის დელეგაციას შეხვდა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ ცენტრალური და დასავლეთ აზიის განყოფილების, სოციალური სექტორის სამმართველოს დირექტორი, რიე ჰირაოკა და საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი, იეშიმ ელჰან-კაიალარი.
შეხვედრის ფარგლებში, ირინა აბულაძემ საქართველოში განათლების სფეროში არსებული მდგომარეობა, მიმდინარე რეფორმები, დაგეგმილი აქტივობები და ის სფეროები მიმოიხილა, რაშიც შესაძლოა სამინისტროსა და აზიის განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა შესაძლებელი.
შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა რამდენიმე ძირითად მიმართულებაზე, კერძოდ, განათლების სფეროში სამინისტროს მიერ შემუშავებული სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავების პროცესში მხარდაჭერა, სასკოლო სტანდარტების შექმნა, რაც მოიცავს ინფრასტრუქტურას, მასწავლებლების გადამზადებას და სასწავლო გეგმას და პროფესიული განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება.
შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ განსახილველ საკითხს ასევე წარმოადგენდა აზიის განვითარების ბანკის მიერ ქვეყნის ბიზნეს გეგმის (COBP) ფარგლებში შემუშავებული, საქართველოში განათლების სექტორის განვითარების არსებული პროგრამა.

Visited 101 times, 1 visit(s) today