განსაკუთრებული ყურადღება მთავრობის მხრიდან იქნება მოქცეული სამეგრელოზე და განსაკუთრებით ზუგდიდზე

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამეგრელო-ზემო სვანეთი ერთმნიშვნელოვნად უნდა იყოს ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული, ვალდებული ვართ, აფხაზეთის სიახლოვეს ვიყოთ საუკეთესოები.

„იმასთან ერთად, რომ ერთმნიშვნელოვნად მადლობა გადავუხადოთ ხალხს, რომელმაც წლების განმავლობაში იზრუნა და იშრომა ამ კუთხის განვითარებაზე, უნდა ვთქვათ, რომ უნდა ვიზრუნოთ და ვიშრომოთ ორჯერ უფრო მეტი. ეს არ არის მხოლოდ სიტყვები.
გულწრფელად გპირდებით, სრული გარანტიით, რომ განსაკუთრებული ყურადღება მთავრობის მხრიდან იქნება მოქცეული სამეგრელოზე და განსაკუთრებით ზუგდიდზე. არავინ მოითმენს, რომ აქ არ იყვნენ ხუთოსნები და არ იყოს საუკეთესო პრაქტიკა. ყველაფერთან ერთად, უნდა გვახსოვდეს, რომ ამ რეგიონის აუცილებლობა, იყოს სამაგალითო, ასევე განპირობებულია იმ „საზღვრით“, რომელიც გვერდზე არის. შესაბამისად, უნდა გვესმოდეს, რომ ვალდებული ვართ, აი ასე, აფხაზეთის სიახლოვეს ვიყოთ საუკეთესოები“ – გიორგი გახარია

Visited 183 times, 1 visit(s) today