გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ქარსაფარი ზოლების მდგრადი მართვის კონცეფციაზე იმსჯელეს

23/10/2017

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ქარსაფარი ზოლების მდგრადი მართვის კონცეფციაზე იმსჯელეს. შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ მიმართა. კონცეფცია ერთობლივად შემუშავდა გერმანიის საერთაშოროს თანამშრომლობის საზოგადოების და პროექტის „მიწის დეგრადაციისა და სიღარიბის შემცირების მიზნით სასოფლო ტერიტორიებზე ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინსიტრო კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრთან ერთად. პროექტი ფინანსდება გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მიერ გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის მეშვეობით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0