გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ლალისყურის მიმდებარედ ნაპოვნ დაზიანებულ შველთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურის მიმდებარედ ნაპოვნ დაზიანებულ შველთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს:
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების მიხედვით, კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურთან, საავტომობილო მაგისტრალის მიმდებარედ, მოქალაქემ დაზიანებული შველი შენიშნა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები დაუყოვნებლივ გავიდნენ მითითებულ ადგილზე. შველს აღენიშნებოდა სამი კიდურის ღია მოტეხილობა, რომელიც, სავარაუდოდ, ავტო-საგზაო შემთხვევის შედეგად მიიღო.
ვეტერინართა კონსულტაციით, გადაწყდა, რომ შველი, დროებით, დარჩეს ადგილზე, ტრანსპორტირებით გამოწვეული შესაძლო გართულებების გამო.
ამ დროისთვის, ცხოველი იმყოფება ვეტერინარების მეთვალყურეობის ქვეშ. მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

Visited 190 times, 1 visit(s) today