გარემოს დასუფთავების ღონისძიებები მესტიის მუნიციპალიტეტში გრძელდება

16/06/2017

გარემოს დასუფთავების ღონისძიებები მესტიის მუნიციპალიტეტში კვლავ გრძელდება.
15 ივნისს, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის ორგანიზებით უშგულის ტერიტორიულ ერთეულში წვიმიანი ამინდის მიუხედავად დასუფთავების აქცია ჩატარდა. აქციაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა მოსახლეობამ, სკოლის მოსწავლეებმა და ა.(ა).ი.პ. ,, მესტია დასუფთავებამ “. მათ მიერ დასუფთავდა სოფელ ჩაჟაშის ცენტრში არსებული საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია და მდინარის ნაპირზე არსებული თვითნებური ნაგავსაყრელი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0