გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე, გამწვანების პროექტის აღსრულებისა და იმპლემენტაციის სამუშაოების დაწყების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილებები შევიდა, რომელიც 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება. კომიტეტის ჩართულობით და გაეროს განვითარების ფონდის დახმარებით შემუშავდა სამუშაო აღწერილობა – კონკრეტული პროექტი, რომელიც დაეხმარება როგორც მუნიციპალიტეტებს, ასევე ცენტრალურ ხელისუფლებას, რომ კანონის აღსრულება მარტივად განხორციელდეს. ჩატარდება ტრენინგები, შეიქმნება ელექტრონული პლატფორმა, შემუშავდება გაიდლაინები, მუნიციპალიტეტეთან ერთად შემუშავდება შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტები. შეხვედრას ესწრებოდნენ გაეროს განვითარების ფონდის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ანა ჩერნიშოვა და ფონდის წარმომადგენლები. ასევე თბილისის მერიის, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ეკომონიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სივრცითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები.

Visited 19 times, 1 visit(s) today