გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე თბილისში განსახორციელებელ ზონალურ ცვლილებებზე იმსჯელეს

21/03/2017

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე შორენა ბუხრაშვილი უძღვებოდა.
კომისიის სხდომას თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც დეპუტატებს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ სამ საკითხზე ინფორმაცია მიაწოდეს.
კომისიის წევრებმა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელეს და ზონალური ცვლილებების საკითხების უმრავლესობას დაუჭირეს მხარი.
სხდომას დეპუტატების გარდა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0