გარემოს დაცვის კომიტეტმა 4 წლიანი სამოქმედო გეგმა წარმოადგინა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის – „საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება საქართველოში“ მხარდაჭერით, შეიმუშავა კომიტეტის სტრატეგია (2030 წლამდე) და შესაბამისი სამოქმედო გეგმა მომდევნო ოთხი წლისათვის (2017-2020). სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში”, კომიტეტის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილეები მაია ბითაძე და სოლომონ პავლიაშვილი ესწრებოდნენ. შეხვედრა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ინიციატივით და ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა. პრეზენტაციას სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან ერთად, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Visited 134 times, 1 visit(s) today