გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს იმერეთის რეგიონი შეუერთდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე იმერეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მასშტაბური დასუფთავების აქციებით აღინიშნა. ღონისძიებების ორგანიზატორი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაცია იყო. დასუფთავების აქციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მხარის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე და გამგებელი კონსტანტინე მამისეიშვილი შეუერთდნენ. დასუფთავების აქციაში ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ჩართულები იყვნენ: სახელმწიფო, საბიუჯეტო ორგანიზაციების, კერძო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე სასწავლო–საგანმანათლებლო დაწესებულებები. რეგიონის მასშტაბით დასუფთავების აქციაში მონაწილეობა დაახლოებით 7 129 მოხალისემ მიიღო, რომლებმაც 140 ლოკაცია დაასუფთავეს.

Visited 191 times, 1 visit(s) today