გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს ზესტაფონიც შეუერთდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს ზესტაფონიც შეუერთდა. მინიციპალიტეტის ორგანიზებით მასშტაბური დასუფთავების აქცია მოეწყო. ფართომასშტაბიან ღონისძიებაში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი, მოადგილეები ნიკოლოზ კრავეიშვილი და ვახტანგ ღამბაშიძე გამგეობის თანამშრომლებთან ერთად იღებდნენ. აქციაში ა (ა) იპ – ის, მუნიციპალიტეტის მოსწავლე – ახალგაზრდული პარლამენტის, საბავშვო ბაღებისა და სკოლების 150 – ზე მეტი წარმომადგენელი იყო ჩართული. დასუფთავების აქციის ფარგლებში ქალაქის ცენტრალური შემოსასვლელის დასავლეთ ნაწილი გაიწმინდა. ა (ა) იპ – მა, საბავშვო ბაღებმა და სკოლებმა კი საკუთარი ლოკაციის მიმდებარე ტერიტირიები დაასუფთავეს.
5 ივნისი, როგირც გარემოს დაცვის საერთაშორიო დღე 1972 წლიდან აღინიშნება და მისი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მათი ჩართვა გარემოს დასაცავად მიმართულ სხვადასხვა სახის ღონისძიებებში.

Visited 176 times, 1 visit(s) today