გარემოს ეროვნული სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, ანდრო ასლანიშვილი წარუდგინა. პროფესიით იურისტს, ანდრო ასლანიშვილს ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2013-2015 წლებში ღვინის ეროვნულ სააგენტოში ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის, ხოლო 2015 წლიდან ამავე სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა. აღნიშნულ პერიოდში კოორდინაციას უწევდა ქართული ღვინის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებას.
2018 წლის აპრილიდან აგვისტომდე ანდრო ასლანიშვილი ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებდა და რთვლის საკოორდინაციო შტაბს ხელმძღვანელობდა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სწორედ 2018 წელს ჩატარდა თითქმის ბოლო 30 წლის მანძილზე ყველაზე წარმატებული და ორგანიზებული რთველი.
გარემოს ეროვნულ სააგენტოში ახალი ხელმძღვანელის წარდგენასთან დაკავშირებული შეხვედრის ფარგლებში სააგენტოს დარგობრივი მიმართულებების ხელმძღვანელებმა მინისტრს ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები, სამომავლო გეგმები და არსებული პრობლემები გააცნეს.
ინსტიტუციური გაძლიერება და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა – ეს ის მნიშვნელი პრიორიტეტებია, რომლის განხორციელებასაც გარემოს ეროვნული სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი გეგმავს.

Visited 129 times, 1 visit(s) today