გარემოს ეროვნულ სააგენტოს დასავლეთ საქართველოს რეგიონულ სამსახურს გეოლოგებით დაკომპლექტებული ახალი ჯგუფი დაემატა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოს დასავლეთ საქართველოს რეგიონულ სამსახურს გეოლოგებით დაკომპლექტებული ახალი ჯგუფი დაემატა. გეოლოგიური ჯგუფის შექმნა მიზნად ისახავს დასავლეთ საქართველოში, გეოლოგიური საფრთხეების (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი-ქვათაცვენა) მონიტორინგს, ბუნებრივი საფრთხეების ექსტრემალური გააქტიურების პირობებში ტერიტორიის ოპერატიულად შეფასებას და სტიქიური გეოლოგიური პროცესების გამომწვევი მიზეზების დადგენას. გეოლოგიური ჯგუფი აღჭურვილია სპეციალური მოწყობილობებით და მაღალი გამავლობის ავტომობილებით. ადგილობრივი მოქალაქეების მომართვის შემთხვევაში მოხდება გეოლოგების ადგილზე გასვლა და ტერიტორიის შესწავლა, მომზადდება გეოლოგიური დასკვნები, სადაც მოცემული იქნება რეკომენდაციები გასატარებელი დამცავი ღონისძიებების გატარების შესახებ. გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ანდრო ასლანიშვილი მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილთან ერთად ქ. ქუთაისის რეგიონული სამსახურის დარგობრივი მიმართულების სპეციალისტებს შეხვდა, მიმდინარე სამუშაოები გააცნო და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

Visited 88 times, 1 visit(s) today