გაუჩინარებული ბესიკ დუღაშვილის კვალს მიაგნეს

31/07/2017

გაუჩინარებული მხატვარი-კარიკატურისტი ბესიკ დუღაშვილი ცოცხალია. აღნიშნული ინფრორმაცია ნაძალადევის პოლიციაში დაკითხვაზე მყოფმა დუღაშვილის დამ, ანნა დუღაშვილმა ახლობლებს ტელეფონის საშუალებით შეატყობინა.
“რომელიღაც დედაოს დაურეკავს მისი ყოფილი მეუღლისთვის. ჯერ არ ვიცით სადაა, მთავარია, რომ ცოცხალია“, – აცხადებს ანნა დუღაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ბესიკ დუღაშვილმა გუშინ სოციალურ ქსელში გამოსამშვიდობებლი პოსტი გამოაქვეყნა, რის შემდეგაც მასზე ძებნა გამოცხადდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0