გაღმა ზონის მაღალმთიან სოფლებში, სტიქიის შედეგად დაზიანებული არც ერთი ობიექტი რეაბილიტაციის გარეშე არ დარჩენილა

19/01/2020

ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით გაღმა ზონის მაღალმთიან სოფლებში, სტიქიის შედეგად დაზიანებულ ობიექტებზე 158 493 ლარის სამუშაოები ჩატარდა. გომის, გორმაღლის, ტოლების, საჯავახოს და გამოჩინებულის ადმინისტრაციულ ერთეულებში სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდ-ბოგირების, მილ-ბოგირების კაპიტალური რეაბილიტაცია და შიდა სასოფლო გზების მოხრეშვა დაგრეიდერება მოხდა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია “ახალმშენმა” შეასრულა. დღეს, მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ზურა გოგიასთან ერთად, შესრულებული სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. როგორც მუნიციპალიტეტის მერმა განმარტა-“ე.წ გაღმა ზონაში, სტიქიის შედეგად დაზიანებული არც ერთი ობიექტი რეაბილიტაციის გარეშე არ დარჩენილა. მშენებარე კომპანიამ დაკისრებული ვალდებულებები ნამდვილად კარგად შეასრულა და შესრულებული სამუშაოები ხარისხიანია”. დღესვე მუნიციპალიტეტის მერმა, ტოლებში მდინარე ხოროჭინაზე ნაპირსამაგრის მშენებლობა დაათვალიერა, რომელიც დასრულების ეტაპზეა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0