გელაურის დასახლებაში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გელაურის დასახლებაში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. კეთილმოწყობითი სამუშაოები ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად დაათვალიერა.
გელაურში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პარალელურად სპორტული მოედნის მოწყობითი სამუშაობი მიმდინარეობს.
გელაურის დასახლებაში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ეტაპობრივად მიმდინარეობს. გასულ წლებში მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები და აშენდა 105 აღსაზრდლეზე გათვლილი საბავშვო ბაღი. დასახლებაში კეთილმოწყობითი სამუშაოები სამომავლოდაც გაგრძელდება.

Visited 158 times, 1 visit(s) today