გელაურის დასახლებაში ქუჩების კეთილმოწყობა მიმდინარეობს

31/05/2017

გელაურის დასახლებაში ქუჩების კეთილმოწყობა მიმდინარეობს. დღეს ინფარსტრუქტურული სამუშაოები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა და აჭარის უმაღლეს საბჭოში ქობულეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დაათვალიერეს. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ვაჟა-ფშაველას, პოპოვისა და პუშკინის ქუჩებს. მოეწყობა სანიაღვრე არხები, ბორდიურები, გზის სავალ ნაწილზე დაიგება დეკორატიული ფილები. სამუშაოების დასრულების შემდეგ ქუჩებზე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები დამონტაჟდება. ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 1 541 541 ლარი დაიხარჯება. სამუშაოები ოქტომბრის თვემდე დასრულდება. გელაურის დასახლებაში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება რამდენიმე წელია მიმდინარეობს. გასულ წლებში დასახლებაში მოეწყო ახალი საკანალიზაციო სისტემა, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 1 296 669 ლარი დაიხარჯა. ახალი საკანალიზაციო სისტემით 500 ოჯახი სარგებლობს. გელაურში ქუჩების რეაბილიტაცია სამომავლოდაც გაგრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0