გენერალური შტაბის უფროსი „ღირსეული პარტნიორის“ მიმდინარეობას გაეცნო

07/08/2017

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2017“ მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიას ვაზიანში სწავლების ხელმძღვანელებმა ქართული და ამერიკული მხრიდან, პოლკოვნიკებმა შავლეგო ტაბატაძემ და პატრიკ ელისმა უმასპინძლეს.
სასწავლო არეალის მონახულებამდე, გენერალური შტაბის უფროსი „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის სამეთაურო პუნქტში იმყოფებოდა, შემდეგ კი, სწავლების პროცესის შესახებ ბრიფინგი მოისმინა.
დღესვე, ვაზიანის მე-11 საწვრთნელი პოლიგონის დათვალიერებისას, სწავლების ხელმძღვანელმა შავლეგო ტაბატაძემ გენერალური შტაბის უფროსს სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მედალიონი უსახსოვრა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0