გენერალური შტაბის უფროსი ესტონელ კოლეგას შეხვდა

02/11/2017

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ესტონელ კოლეგასთან, გენერალ რიჰო ტერასთან შეხვედრა გამართა.
საუბრის დასაწყისში გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განსაკუთრებით გამოყო საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების განვითარებაში ესტონეთის მნიშვნელოვანი დახმარება და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ერთ-ერთი პროექტის იმპლემენტაციაში ესტონეთის ჩართულობა.
გენერლებმა საქართველოსა და ესტონეთს შორის სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ კოლეგასთან საუბრისას საგანმანათლებლო სფეროში და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ესტონეთის მხარდაჭერას გაუსვა ხაზი. საუბარი შეეხო საქართველოს ეროვნულ გვარდიასა და ესტონეთის თავდაცვის ლიგას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას. ქართველმა გენერალმა ხაზგასმით აღნიშნა ესტონეთის დახმარება ეროვნული გვარდიის სკოლის განვითარების საქმეში.
გენერალი რიჰო ტერასი ესტონეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0