გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სკოლის დაარსების 7 წლის იუბილე და სწავლის დაწყება აღინიშნა

15/09/2017

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სკოლის დაარსების 7 წლის იუბილე და სწავლის დაწყება აღინიშნა. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი ესწრებოდნენ.
საზეიმო ცერემონია საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა და სამხედრო ლიცეუმის კადეტებმა საბრძოლო მოქმედებებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. დღესვე, წარმატებული კადეტები, მასწავლებლები და ინსტრუქტორები, სამკერდე ნიშნებითა და სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ.
წელს სამხედრო ლიცეუმში 126 კადეტი ჩაირიცხა, მათ შორის 25 გოგონაა. დაარსებიდან დღემდე ლიცეუმი 466 – მა მსმენელმა დაამთავრა. სასწავლებელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, 2010 წელს დაფუძნდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0