გენერალ-მაიორი მრავალშვილიანი სამხედრო მოსამსახურის ოჯახში

03/03/2016

დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მრავალშვილიან სამხედრო ოჯახს ესტუმრა. მან ვიცე-პოლკოვნიკ ზაზა სოფრომაძესა და მის მეუღლეს მეოთხე შვილის დაბადება მიულოცა. გენერალ-მაიორმა ქალბატონ მაია თოფურიას დედის დღის აღსანიშნავად ყვავილების თაიგული მიართვა და ბედნიერი დედობა უსურვა.
ვიცე-პოლკოვნიკი ზაზა სოფრომაძე სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ ოპერატიული დაჯგუფების G-3 ოპერატიული სამმართველოს უფროსია. ახალშობილი სოფრომაძეების ოჯახში მეოთხე ვაჟია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0