გერმანელი დეპუტატი ფრენკ შვაბე „ქართული ოცნების“ ლიდერებს შეხვდა

23/04/2019

PACE – ს სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის თავმჯდომარე, გერმანელი დეპუტატი ფრენკ შვაბე „ქართული ოცნების“ ლიდერებს შეხვდა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის თავმჯდომარე ფრენკ შვაბე და ამავე ჯგუფის აღმასრულებელი მდივანი ფრანჩესკა არბოგასტი „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანს – კახი კალაძეს, პოლიტიკურ მდივანს – ირაკლი ღარიბაშვილს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს – არჩილ თალაკვაძეს და უმრავლესობის წევს – დიმიტრი ცქიტიშვილს შეხვდნენ. პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ვითარებაზე, ჯანდაცვის, განათლებისა და საპენსიო სისტემაში მიმდინარე ტრანსფორმაციაზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირსა და ევროსაბჭოსთან ურთიერთობას. ხაზი გაესვა სამომავლო თანამშრომლობის, ევროპასა და გერმანიასთან მჭიდრო კავშირების მნიშვნელობას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0