გერმანელმა დიპლომატებმა ქართველი მშვიდობისმყოფელი დააჯილდოვეს

01/06/2017

დღეს გერმანელმა დიპლომატებმა ქართველი სამხედრო მოსამსახურე, კაპიტანი ლევან შუბითიძე ბუნდესვერის ბრინჯაოს მედლით დააჯილდოვეს. საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა ჰაიკე ფაიჩმა და ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ფრანც-იოსეფ ნოლთემ ქართველ სამხედროს ჯილდო 2016 წელს ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში ბაზა „მარმალზე“, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის წარმატებით შესრულებისთვის გადასცეს.
დაჯილდოების ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა დაესწრნენ.
2016 წლის იანვრიდან-ივლისის ჩათვლით, კაპიტანი ლევან შუბითიძე ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში, გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში, საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის „ბრავო“ ასეულის მეთაურად მსახურობდა. ქართველი სამხედრო საქართველოს შეიარაღებული ძალებში განათლების სარდლობის კაპიტნის სკოლის დაგეგმარების უფროსი ოფიცრია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0