გერმანიაში თავშესაფრის მიღების მსურველთა რაოდენობა თებერვალთან შედარებით მარტში 66%-ით შემცირდა

08/04/2016

გერმანიაში თავშესაფრის მიღების თხოვნით ჩასულ პირთა რაოდენობა თებერვალთან შედარებით მარტში 66%-ით შემცირდა.
როგორც euronews.ge წერს, ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.
”ამ ინფორმაციის მიხედვით, იანვარ-მარტში გერმანიის ხელისუფლებას თავშესაფრის თხოვნით 170 ათასმა ადამიანმა მიმართა, მაშინ, როდესაც გასული წლის მეოთხე კვარტალში თავშესაფრის მიღების მსურველთა რაოდენობა 500 ათასი იყო”, – წერს სააგენტო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0