გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიას მხარდაჭერა გამოუცხადა

18/02/2017

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიას, უწყების ტრანსფორმაციის პროცესში მხარდაჭერა გამოუცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა, მიუნხენის კონფერენციაში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს საქმიან სადილზე უმასპინძლა. ურსულა ფონ დერ ლეიენმა ლევან იზორიას, პირადად გადაუხადა მადლობა, ავღანეთში, ქალაქ მაზარ-ი-შარიფში გერმანიის საკონსულოზე მომხდარი თავდასხმის დროს, ქართველი სამშვიდობოების მიერ გამოვლენილი გმირობისთვის. საუბრის დროს, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ქართველ კოლეგას კიდევ ერთხელ დაუფიქსირა გერმანული მხარის თანადგომა და მხარდაჭერა უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციისა და რეფორმირების პროცესში. შეხვედრისას, ურსულა ფონ დერ ლეიენმა ლევან იზორიას, საქართველოს ევროატლანტიკურ ოჯახში ინტეგრაციასა და ამ მიზნით თავდაცვის სამინისტროს გუნდის მიერ დაწყებულ საერთაშორისო პროექტებში მხარდაჭერა აღუთქვა. მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი თავის უცხოელ კოლეგებს შეხვდა, მათ შორის, შვედეთის თავდაცვის მინისტრს. პიტერ ჰულტქვისტმა ლევან იზორიას ინიციატივას, თავდაცვის სფეროში სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნების თანამშრომლობის ფორმატში საქართველოს მონაწილეობის შესახებ, კიდევ ერთხელ თანადგომა გამოუცხადა და ქართველ კოლეგას ამ ფორმატში მხარდაჭერა აღუთქვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0