გვაქვს სურვილი, დედაქალაქში არსებული რეალობა შევცვალოთ

12/02/2018

თბილისის მერი კახა კალაძე „ფაბრიკას“ საკონფერენციო სივრცეში, სარეკლამო და საკომუნიკაციო სააგენტოების წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე თბილისის მერმა სარეკლამო და საკომუნიკაციო სააგენტოების წარმომადგენლებს სოციალურ-საზოგადოებრივ კამპანიებში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა. შეხვედრაზე საუბარი გრძელვადიან კამპანიას – სახელწოდებით #გაუფრთხილდიქალაქს შეეხო, რომელიც ქალაქის მოფრთხილებასა და ზრუნვას ითვალისწინებს.

„გვაქვს სურვილი, დედაქალაქში არსებული რეალობა შევცვალოთ, რისთვისაც ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ. გვინდა, რომ დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას სწორად მივაწოდოთ. ის, რაც კეთდება, საზოგადოებისთვისაა. ამიტომ, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ პროექტების განხორციელებაში მეტი მოქალაქე იყოს ჩართული. მინდა, დაგიდასტუროთ ჩვენი მზადყოფნა თანამშრომლობის მხრივ. ერთად გავალამაზოთ ჩვენი დედაქალაქი და ერთობლივი პროექტები განვახორციელოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეხვედრაზე სარეკლამო სააგენტოების წარმომადგენლებს სოციალურ-საზოგადოებრივი კამპანიების მიზნებისა და ამოცანების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს.
დედაქალაქის მერიის მიზანია, საზოგადოებრივი კამპანიების განხორციელების პროცესში საჯარო უწყებები, კერძო სექტორი, საზოგადოება და განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობა ჩაერთოს

Tweet about this on TwitterShare on Facebook0