გვექნება სრული შესაძლებლობა, რომ ავსახოთ ვენეციის კომისიის მოსაზრებები, საბოლოო ჯამში, კანონპროექტში

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„გვექნება სრული შესაძლებლობა იმისა, რომ ავსახოთ ვენეციის კომისიის მოსაზრებები საბოლოო ჯამში, კანონპროექტში. ამიტომ, აქ სპეკულაციებისთვის რეალურად სივრცე არ არის“, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საუბრისას.

ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ვენეციის კომისიაში კრიტიკული დასკვნის გაგზავნასაც.

„სხვა პოლიტიკურ სუბიექტებსაც შეუძლიათ საკუთარი მოსაზრებების გაგზავნა ვენეციის კომისიაში, თუმცა, ვენეციის კომისია ამზადებს სამართლებრივ დასკვნებს დოკუმენტთან დაკავშირებით. ჩვენ დაველოდებით ამ დასკვნას და ბუნებრივია, ვიმოქმედებთ ამ დასკვნის გათვალისწინებით. ჩვენ გვაქვს საშუალება მეორე მოსმენამდე გავითვალისწინოთ ყველა ის შენიშვნა, რომელიც იქნება წარმოდგენილი ვენეციის კომისიის მხრიდან. უფრო მეტიც, ჩვენ ორი კვირით გადავწიეთ კანონპროექტის განხილვა სწორედ იმის გამო, რომ ველოდებით ვენეციის კომისიას. გვექნება სრული შესაძლებლობა იმისა, რომ ავსახოთ ვენეციის კომისიის მოსაზრებები საბოლოო ჯამში, კანონპროექტში. ამიტომ, აქ სპეკულაციებისთვის რეალურად სივრცე არ არის“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

Visited 62 times, 1 visit(s) today